გაერთიანებული სამეფო შეზღუდვების შერბილებას იწყებს. მესიჯი, რომ ხალხი სამუშაოდ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გასულიყო, შეიცვალა. ბორის ჯონსონმა ყველა იმ ადამიანს, რომელსაც სახლიდან მუშაობა არ შეუძლია, სამსახურში დაბრუნებისკენ მოუწოდა.
ოთხშაბათიდან გაერთიანებულ სამეფოში დასასვენებელი პარკები გაიხსნება. ასევე, შერბილდება შეზღუდვები გადაადგილებაზე. ბორის ჯონსონის თქმით, ქვეყნის გახსნის გეგმა „ფრთხილი ბალანსია ეკონომიკური წნეხის შემსუბუქებასა და ვირუსის გავრცელების დაბალ დონეს შორის“
„იყავი ფხიზლად” ახალი მესიჯია, რომელმაც „დარჩი სახლში“ ჩაანაცვლა. მიუხედავად ზომების შედარებითი შერბილებისა, სოციალური დისტანცირების საჭიროება უწინდებურად რჩება ძალაში.
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული სამეფო ინფიცირების 219,000-ზე მეტი შემთხვევით ევროპაში მეორეა, ხოლო 31,000-ზე მეტი გარდაცვლილი ადამიანით – პირველი.