რა ვიცით COVID-19-ის სახლში გასაკეთებელი სწრაფი ტესტის შესახებ?

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ 3.5 მილიონი ე.წ. საჩხვლეტი ტესტი შეიძინა. სწრაფმა ტესტმა, შესაძლოა, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით გამოწვეული ვითარება შეცვალოს.

ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, მოსახლეობას აღნიშნული ტესტი, რომელიც ადამიანის სისხლში ვირუსთან საბრძოლველი ანტისხეულების არსებობას განსაზღვრავს, შეუძლია სახლის პირობებში გამოიყენოს.

საჩხვლეტი ტესტი ხელმისაწვდომი იქნება Amazon-სა და Boots-ზე. ტესტს შეუძლია დაადგინოს, ჰქონდა თუ არა პირს ახალი კორონავირუსი და აქვს თუ არა ორგანიზმს მასთან საბრძოლველი იმუნიტეტი. ეს ყველაფერი კი მხოლოდ 15 წუთშია შესაძლებელი. 

ამჟამად ტესტი, ძირითადად, მათზეა გათვლილი, ვინც მუშაობს და სხვადასხვა აქტივობა ეწევა. მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ტესტის ფასი ყველასთავის ხელმისაწვდომი იყოს. ბრიტანეთის მთავრობას ტესტის ფასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა ტესტი, რომელსაც ბრიტანული კომპანია SureScreen აწარმოებს, 6 £ ღირს.

ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დირექტორის თქმით, ბრიტანეთი ერთადერთი ქვეყანა არ იქნება, რომელიც ამ ტესტს მიიღებს. საჩხვლეტი ტესტები დამზადდება ევროპის სხვა ქვეყნებისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისთვისაც იქნება შესაძლებელი