COVID-19-მა გვაიძულა, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება დისტანციურ რეჟიმში გაგვეგრძელებინა. ეს შეეხო როგორც სოციალურ ცხოვრებას, ასევე, პროფესიულ თუ საგანმანათლებლო საქმიანობებს. მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებები, მათ შორის სკოლებიც, სრულიად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მსოფლიო მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ამ ცვლილებისთვის მზად არ ყოფილა.
ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით ისა, რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს არ აქვს მუდმივი წვდომა ინტერნეტთან.
ამ პრობლემის გამო, ინგლისის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ, დაახლოებით, 10 000 ადგილობრივ ოჯახს 6 თვის განმავლობაში მიაწოდოს ვაუჩერი, რომელიც მათ ინტერნეტთან წვდომას უზრუნველყოფს. თუმცა, გამოიკვეთა ბევრად მასშტაბური პრობლემა. დეპუტატი შიოვან მაკდონაჰი, რომელიც აწარმოებს კამპანიას ინტერნეტის ხელმწისავდომობის ზრდასთან დაკავშირებით, აღნიშნავს, რომ რეალურად 700 000 ბავშვი იმყოფება იმ კომპიტერული ტექნიკის გარეშე, რომელიც საჭიროა სახლში დისტანციური სწავლებისთვის.
განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ აპირებენ მიმართონ ყველა შესაძლო საშუალებას, რათა კორონავირუსის პანდემიის გამო არცერთი ბავშვი არ დარჩეს სრულფასოვანი განათლების მიღმა. მათი ინიციატივით იგეგმება ასეულობით ათასი ლეპტოპის მომარაგება და საჭიროების მქონე სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის დროებით გადაცემა.