Uber-ი საჭმლის მიტანის ინდუსტრიაში თავის კონკურენტ კომპანიას Postmates 2.6 მილიარდ დოლარად შეიძენს, – ამის შესახებ The Wall Street Journal წერს. გამოცემის ინფორმაციით, თუკი ორი კომპანია შეთანხმებას მართლაც მიაღწევს, ის შემდეგ კვირას გასაჯაროვდება.
Postmates-ი 2011 წელს სან-ფრანცისკოში დაარსდა. მას მერე კომპანიამ ათასამდე ადამიანი დაასაქმა და, დაახლოებით, ერთი მილიარდი დოლარის ღირებულების ინვესტიცია მოიზიდა. 2019 წელს, PitchBook-მა მისი აქტივების საერთო ღირებულება 2.4 მილიარდ დოლარად შეაფასა.
აღსანიშნავია, რომ საფონდო ბირჟებზე აქციების პირველადი განთავსებისათვის კომპანიამ შესაბამის უწყებებს ჯერ კიდევ თებერვალში მიმართა.