Uber ლონდონში ფუნქციონირებას განაგრძობს

Uber-მა მოიგო გადამწყვეტი ბრძოლა სასამართლოში და მოიპოვა უფლება, საკუთარი საქმიანობა განაგრძოს ლონდონში, კომპანიისათვის გადამწყვეტ ბაზარზე.

დიდი ბრიტანეთის სასამართლომ შეცვალა ადგილობრივი სატრანსპორტო მარეგულირებლის, 2019 წლის ნოემბრის, გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც Uber-ს ჩამოერთვა სატრანსპორტო ლიცენზია უსაფრთხოების ნორმებთან შეუთავსებლობის გამო. ვესტმინსტერის სამაგისტრო სასამართლოს მიერ ორშაბათს გამოქვეყნებული გადაწყვეტილების თანახმად კი, მათ მოიპოვეს ახალი, 18 თვიანი ლიცენზია.

photo – Victor Avdeev

მოსამართლემ საკუთარ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ მიუხედავად არასახარბიელო ჩანაწერებისა, Uber ცდილობდა, საკუთარი შეცდომები გამოესწორებინა და განვითარებულიყო.

კომპანიისათვის ლონდონი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქია. ამერიკული კომპანიის განცხადებით, დაახლოებით, 3.5 მილიონი ლონდონელი რეგულაურად იყენებს მათ აპლიკაციას. რაც შეეხება მძღოლებს, მათი რაოდენობა 45 ათასს შეადგენს.

ლონდონის სატრანსპორტო მარეგულირებელმა 2019 წელს განაცხადა, რომ მათ აღმოაჩინეს მთელი რიგი დარღვევები, რომლებიც საფრთხეს უქმნიდა მგზავრთა უსაფრთხოებას. მარეგულირებლის ცნობით, ათასობით მგზავრობა ხორციელდებოდა არაავტორიზებული მძღოლების მიერ, რომელთაც შეეძლოთ საკუთარი ვინაობის გასაღება Uber-ის თანამშრომლებად.

ეს არ გახლავთ პირველი შემთხვევა, როცა Uber-ს სატრანსპორტო მარეგულირებელთან პრობლემები შეექმნა. 2017 წელს უწყებამ კომპანიას ლიცენზიის განახლებაზე უარი უთხრა ასევე უსაფრთხოების საკითხების გამო.

წყარო – edition.cnn