Uber სან- ფრანცისკოს ერთ-ერთ დასახლებას საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოემსახურება

Uber-მა სან-ფრანცისკოს შტატში, მარინის დასახლების ადგილობრივ ხელისუფლებასთან ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობა საზოგადოებრივი მინიბასებით სარგებლობას კომპანიის აპლიკაციის გამოყენებით შეძლებს.

საწყის ეტაპზე, სოციალური დისტანცირებისას, მინიბასები მხოლოდ ორი მგზავრის მომსახურებას შეძლებენ. მომხმარებლები თავადვე დაჯავშნიან სასურველ მარშრუტს, საკუთარი სატრანსპორტო პრეფერენციების გათვალისწინებით. აღნიშნულმა გარიგებამ შესაძლოა ლოდინის დროის მნიშვნელოვნად შემცირებასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის ზრდას შეუწყოს ხელი.

შეთანხმება გამორჩეულია იმითაც, რომ აქამდე Uber-ი რეგულაციების თავიდან ასარიდებლად სახელისუფლებლო ხელშეკრულებების გაფორმებისგან თავს იკავებდა.