Twitter-მა 170 000-მდე ყალბი ანგარიში წაშალა, რომელიც აშშ-ში და ჰონგ-კონგში მიმდინარე აქციების შესახებ ყალბ ინფორმაციას ავრცელებდა. ამის შესახებ კომპანიამ ოფიციალურ ბლოგპოსტში განაცხადა. მათი ინფორმაციით, წაშლილი 170 000-მდე ანგარიშიდან 23 750-ით ინფორმაციის სოციალურ ქსელში განთავსება ხდებოდა, ხოლო დანარჩენ 150 000 ე.წ. „გამაძლიერებელ“ ანგარიშს ამ ინფორმაციის მასობრივად გავრცელებისთვის იყენებდნენ.
მთავრობის ეს კამპანია ჩინეთს გარეთ მცხოვრები ჩინელი და ჩინურად მოსაუბრე მოსახლეობისთვის იყო განკუთვნილი, რადგან, როგორც ცნობილია, Twitter ჩინეთში აკრძალულია და არ მუშაობს.
გარდა ჩინეთის პროპაგანდისა, Twitter-მა აღმოაჩინა 1 152 ანგარიში, რომელიც რუსეთის მთავრობასთან ასოცირდება. ასევე, 7 340 ანგარიში, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია თურქეთის მმართველ პარტიასა და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან.