ცნობილი ადამიანების Twitter-ის ანგარიშების გატეხვაში ბრალი 17 წლის ამერიკელ ბიჭს მიუძღვის

ბარაკ ობამას, ილონ მასკის, ბილ გეითსისა და სხვა ცნობილი ადამიანების Twitter-ის ანგარიშებზე თავდასხმის ბრალდებით ფლორიდაში 17 წლის ბიჭი დააკავეს.

Photo by Jim Wilson/The New York Times

ათეულობით ცნობილი ადამიანის პირად ანგარიშებზე კიბერშეტევა 15 ივლისს განხორციელდა, რა დროსაც მათ Twitter-ის ანგარიშებზე ერთმანეთის მიყოლებით ვრცელდებოდა ერთნაირი შინაარსის შემცველი ტექსტური შეტყობინებები.

ცნობილი ადამიანების სახელებით გამოქვეყნებულ შეტყობინებებში ჰაკერები გარკვეულ ანგარიშზე კრიპტოვალუტის გადარიცხვას ითხოვდნენ, რის სანაცვლოდაც ისინი მომხმარებელს თანხის გაორმაგებული რაოდენობის დაბრუნებას ჰპირდებოდნენ. ამ გზით კიბერთავდამსხმელებმა 100 ათას დოლარზე მეტი შეაგროვეს.

გამოძიების საწყის ეტაპზე ზოგიერთი თვლიდა, რომ საქმე განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ,,სუპერ გონებასთან“ ჰქონდათ, რომელიც სინამდვილეში 17 წლის ამერიკელი გრაამ ივან კლარკი აღმოჩნდა. კლარკმა სკოლა ახლახან დაამთავრა. 17 წლის ჰაკერი მარტო ცხოვრობდა ბინაში, სადაც ის პარასკევს დააკავეს.

მიუხედავად მისი ასაკისა, კლარკი, როგორც მოზარდი, ისე გაასამართლეს. მას 30-წლიანი თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.