Twitter საშუალებას გაძლევთ, მიმართოთ ფოლოვერების soft block-ს, რათა მათ თქვენი ტვიტების ვეღარ დაინახონ

მიმდინარე კვირაში Twitter-მა დაიწყო ახალი ფუნქციის დამატება, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ფოლოვერებს მათ ტვიტებზე წვდომა დაბლოკვის გარეშე შეუზღუდონ.

ეს მექანიზმი ცნობილია, როგორც soft block (რბილი დაბლოკვა) – ის ფოლოვერი, ვისაც თქვენ ამოშლით, ვეღარ დაინახავს, როდესაც სოციალურ ქსელში იაქტიურებთ და, ამასთანავე, მას ამის შესახებ აპლიკაციისგან შეტყობინება არ მიუვა.

Twitter-მა ახალი მექანიზმის ტესტირება სექტემბერში დაიწყო და გამოაცხადა, რომ ეს ფუნქცია ყველა ვებ-მომხმარებლისთვის ამოქმედდება. “ეს უზრუნველყობს, “იყო საკუთარი ფოლოვერების კურატორი” – აღნიშნეს “ტვიტერში”.