ფინანსთა სამინისტრომ TV პირველის საბანკო ანგარიშებს ინკასო ისევ დაადო. აღნიშნულ ინფორმაციას ტელევიზიის დამფუძნებელი, ვატო წერეთელი ავრცელებს სოციალური მედიით.
„მაშინ, როცა ჩვენი ტელევიზიის ჟურნალისტები და ოპერატორები საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს სასწორზე დებენ, რომ მაყურებელს ინფორმაცია მიაწოდონ. ინფორმაცია, რომელიც არა ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე წამალი – ტელეკომპანია ,,პირველს” ისევ ინკასო დაადეს…ჟურნალისტებს, ოპერატორებს, მემონტაჟეებს, მძღოლებს შემოსავლის გარეშე ტოვებთ!“
განცხადება სოციალური მედიით გაავრცელა ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ინგა გრიგოლიამაც:
„იმის ნაცვლად ,რომ შეღავათები გაუწიონ ბიზნესს და ყველა იმ კომპანიას, რომლებიც ძალიან ზარალდებიან უკვე არსებული ეკონომიკური კრიზისით. როცა უამრავი ადამიანი სამსახურს კარგავს და კიდევ რამდენი დაკარგავს, არც ვიცით. არც მეტი, არც ნაკლები – ტვ ,,პირველს,, ისევ ინკასო დაადეს…“