როგორ გადანაწილდა სარეკლამო შემოსავლების სახით მიღებული 13.7 მილიონი ლარი ტელევიზიებზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიმდინარე წლის პირველი კვარტლის სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლების განაწილების ანგარიში წარადგინა, საიდანაც ირკვევა, რომ 2020 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში მაუწყებლებმა სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლის სახით 13.7 მილიონამდე ლარი მიიღეს.

სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მაუწყებლებს შორის შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • ტელეიმედი – 5.4 მილიონი ლარი;
  • რუსთავი 2 – 2.6 მილიონი ლარი;
  • მთავარი არხი – 1.9 მილიონი ლარი;
  • ტელეკომპანია პირველი – 0.9 მილიონი ლარი;
  • POSTV – 0.5 მილიონი ლარი;
  • საზოგადოებრივი მაუწყებელი – 0.4 მილიონი ლარი;
  • GDS TV – 0.4 მილიონი ლარი;
  • სილქნეტი – 0.2 მილიონი ლარი;
  • სეტანტა ჯორჯია – 0.1 მილიონი ლარი;
  • ტვ 25 – 0.1 მილიონი ლარი;
  • რ.ბ.ჯ. – 0.1 მილიონი ლარი;
  • პალიტრა TV – 0.1 მილიონი ლარი
  • სტუდია მაესტრო – 0.1 მილიონი ლარი;
  • სხვა – 0.7 მილიონი ლარი

„რაც შეეხება 2020 წლის II, III და IV კვარტალებს, პანდემით გამოწვეული მდგომარეობა აუცილებლად მოახდენს გავლენას სატელევიზიო სარეკლამო ბაზარზე… ტურიზმის სფეროს ბიზნესების დაღმავალი ტრენდი უარყოფითად აისახება სარეკლამო ბაზარზე, რადგან შემცირდება ამ სფეროში მომუშავე კომპანიების სარეკლამო აქტივობა“ – აღნიშნულია კომისიის განცხადებაში.

კომისიის პროგნოზით, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული ნეგატიური შედეგებისა, წლის ჭრილში 2020 წელს სარეკლამო ბაზარზე კლების მაღალი მაჩვენებელი არ დაფიქსირდება.