2020 წლის მეორე კვარტალში სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლებმა 12.2 მილიონი ლარი შეადგინა

კორონავირუსის პანდემიამ უარყოფითი გავლენა იქონია სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლებზეც. მიუხედევად იმისა, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები წინა მონაცემებთან შედარებით,  7-%-ით  გაიზარდა, 2020 წლის მეორე კვარტალში ეს მაჩვენებელი  საგრძნობლად შემცირდა. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ტელე-მაუწყებლების ჯამურმა სარეკლამო შემოსავლებმა 12.2 მილიონი ლარი შეადგინა.

2020 წლის მეორე კვარტალში სარეკლამო შემოსავლებით „ტელეიმედი“ ლიდერობს 5.4 მილიონი ლარით; მას მოჰყვება  „რუსთავი 2“ – 2.1 მილიონი ლარით, „მთავარი არხი“ – 1.3 მილიონი ლარით, „ტელეკომპანია პირველი“ – 0.8 მილიონი ლარით, „GDS TV“- 0.5 მილიონი ლარით, „POSTV“ – 0.4 მილიონი ლარით, „ფორმულა“ – 0.3 მილიონი ლარით, „რ.ბ.ჯ.“ – 0.2 მილიონი ლარით, „სეტანტა ჯორჯია“ – 0.1 მილიონი ლარით, „სტუდია მაესტრო“ – 0.1 მილიონი ლარით, ხოლო დანარჩენი 0.9 მილიონი ლარი ნაწილდება სხვა ტელეკომპანიებზე.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2019 წლის იმავე პერიოდში ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები 20 მლნ ლარი იყო.

კომუნიკაციების კომისიის პროგნოზით, საერთო ჯამში, 2020  წელს  სატელევიზიო სარეკლამო ბაზარზე შემოსავლები მნიშვნელოვნად არ შემცირდება.