თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საზეიმოდ განაცხადა, რომ თურქეთის ისტორიაში ყველაზე დიდი ბუნებრივი გაზის რეზერვები აღმოაჩინეს.
ბუნებრივი აირი აღმოჩენილია საკარიას საბადოში, ქალაქ ზონგულდაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით. აღმოჩენილი მარაგის რაოდენობა 320 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს.
პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ აღმოჩენილი გაზის მოპოვებას თურქეთში 2023 წლამდე დაიწყებენ. თუმცა ექსპერტების გათვლებით, ამ რაოდენობის გაზის კომერციული მიზნებისთვის გამოყენებას შესაძლოა ათეულობით წელი და მილიარდობით დოლარის ინვესტიცია დასჭირდეს.
თურქეთში ბუნებრივი გაზის აღმოჩენა და მისი გამოყენება მომავალში მნიშვნელოვნად შეამცირებს ქვეყნის დამოკიდებულებას ენერგო იმპორტზე, განსაკუთრებით ირანზე, ერაყსა და რუსეთზე. გასული წლის ენერგო იმპორტის ღირებულებამ თურქეთში $41 მილიარდი შეადგინა.