COVID-19 | საქართველომ თურქეთისაგან დახმარება მიიღო

თურქეთში არსებული “წითელი ჯვრის” ორგანიზაცია (“წითელი ნახევარმთვარე”) საქართველოს ახალი ტიპის კორონავრუსთან გამკლავებაში ეხმარება.

აღნიშნული ნაბიჯი იმ თანამშრომლობის ნაწილია, რომელიც თურქეთის სადამხმარებლო ორგანოს ჩვენს ქვეყანასთან აქვს. საქართველომ მიიღო დამცავი აღჭურვილობა და საიზოლაციო კარვები.

გადმოცემის ცერემონიას დაესწრო თურქეთის ელჩი საქართველოში, ფატმა სერენ იაზგანი, და საქართველოს “წითელი ჯვრის” დირექტორი, ნათია ლოლაძე. ელჩმა განაცხადა, თურქეთი მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს მომარაგებას.