საიდუმლოებით მოცული ანტიკური სამეფო, რომელიც არქეოლოგებმა თურქეთის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს

გასულ წელს არქეოლოგები ცენტრალურ თურქეთში თურქმენ კარაჰოიუკის ყორღანს იკვლევდნენ, რა დროსაც ახალ აღმოჩენამდე მივიდნენ. ადგილობრივმა ფერმერებმა არქეოლოგებს დიდი ქვის შესახებ შეატყობინეს, რომელიც არხში ჩანდა და თან უცნაური წარწერა ერთვოდა.

„ჩვენ, ვხედავდით წყლიდან ამოწეულ ქვას და წელამდე წყალში შევედით,“ – განაცხადა ჩიკაგოს უნივერსიტეტის არქეოლოგმა, ჯეიმს ოსბორნმა.

„აშკარა იყო, რომ ეს უძველესი წარწერა შესრულებული იყო ენაზე, რომელსაც ლუვიანი ჰქვია. დამწერლობის ეს ტიპი ამ მხარეში ბრინჯაოსა და რკინის ხანაში გამოიყენებოდა.“

ლინგვისტებმა დაადგინეს ქვის წარწერის შინაარსი, რომელიც ფრიგიის დამარცხებას გვამცნობს. ფრიგიის სამეფო, დაახლოებით, 3000 წლის წინ არსებობდა.

ფრიგიის სამეფო კარზე, მიდასის სახელით, რამდენიმე მეფე მოღვაწეობდა, თუმცა მკვლევრები სტელის გამოკვლევის შემდეგ იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ წარწერა, შესაძლოა, მითოლოგიურ მეფე მიდასზე მოგვითხრობდეს. მეფე მიდასის მითი გვამცნობს, რომ მან დიონისეს შესთხოვა, რასაც შეეხებოდა, ყველაფერი ოქროდ ქცეულიყო. სურვილის შესრულებამ სიკეთესთან ერთად დიდი უბედურებაც მოუტანა მეფეს. წარწერაში ნახსენები, ასევე, მეფე ჰარტაპუსი, რომელმაც მიდასი შეიპყრო.

„ქარიშხლის ღმერთებმა (მოწინააღმდეგეები) მეფეები მიჰგვარეს მის უდიდებულესობას,“ – წერია ქვაზე.

აღმოჩენა მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ მეფე ჰარტაპუსის და მისი სამეფოს შესახებ, თითქმის, არაფერია ცნობილი. თუმცა, უნდა ვივარაუდოთ, რომ სამეფო ყორღანის ადგილას უნდა ყოფილიყო. არქეოლოგებს კვლევა არ დაუსრულებიათ, რადგან ქვიას აღმოჩენა ჯერ მხოლოდ დასაწყისია.