თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ჰიუნდაის მარკის მიკროავტობუსები შეიძინა

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ელექტრონულ ტენდერში ჰიუნდაი ავტო საქართველომ გაიმარჯვა. კომპანია თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის Hyundai H-350 მოდელის მიკროავტობუსებს შემოიყვანს.

ახალი მიკროავტობუსებით თბილისის მიკროავტობუსის ავტოპარკში 300 ყვითელი მიკროავტობუსი ჩანაცვლდება, ხოლო შესყიდვის საერთო ღირებულება 30.5 მილიონი ლარია.

ახალი ლურჯი ფერის მიკროავტობუსები M2 კატეგორიისაა და 17 მგზავრის გადაყვანას შეძლებს.