ცირა კემულარია IoD-ის ინგლისის წლის დირექტორის ჯილდოს ფინალისტებში მოხვდა

ცირა კემულარია ბრიტანული ენერგოგიგანტ Shell-იდან ინგლისის 2023 წლის საუკეთესო დირექტორის ჯილდოს ფინალისტებს შორის მოხვდა. ჯილდოს ყოველწლიურად დირექტორთა ინსტიტუტი (IoD) გასცემს.

ფოტო: ანა ბოკო

აღსანიშნავია, რომ ინგლისის საუკეთესო დირექტორის ტიტულის მოსაპოვებლად წელს ინსტიტუტში ასობით განაცხადი შევიდა. ფინალისტები 20 ადამიანისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია, რომელთა შორისაც დირექტორები, უფროსი მენეჯერები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი სპეციალისტები არიან.

დირექტორთა ინსტიტუტი სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულებს 29 სექტემბერს გამოავლეს.

ცირა კემულარია წლების განმავლობაში Shell-ში არაერთ პოზიციას იკავებდა. მათ შორის 2005-2008 წლებში Shell International-ში მენეჯერის თანამდებობას იკავებდა, კორპორაციულ ფინანსებში შერწყმისა და შესყიდვების სამსახურში. 2008-2011 წლებში იყო კომერციული ფინანსური მენეჯერი, 2011-2016 წლებში Shell-ის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სავაჭრო კომპანიის ფინანსური მენეჯერი. 2019 წლის თებერვლიდან კი დაინიშნა Shell-ის გლობალური სავაჭრო კომპანიების მთავარ შიდა აუდიტორად.