ზურაბ ჟვანიას ფონდმა 2020 წლის ,,წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად კონკურსი გამოაცხადა.
ფონდის ინფორმაციით, განცხადებები 20 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება და პრემია 18-30 წლის ახალგაზრდებს 8 ნომინაციაში მიენიჭებათ: თეატრალური ხელოვნება, კინოხელოვნება, მხატვრული ლიტერატურა (პროზა) , მხატვრული ლიტერატურა (პოეზია), მუსიკალური ხელოვნება, სახვითი ხელოვნება, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები. ლაურეატები დიპლომით, სხვადასხვა პრიზებითა და ფულადი პრემიით დაჯილდოვდებიან.
პრემიის დაარსების იდეა 1998 წელს წინანდალში გაჩნდა. მისი მიზანი ახალგაზრდა მეცნიერებისა და ხელოვანების პოპულარიზაცია და მხარდაჭერა გახლავთ. პროექტი წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.