ეკონომიკური კრიზისის გამო, აშშ-ს პრეზიდენტის კაპიტალი 1/3-ით შემცირდა. ერთი თვის წინ დონალდ ტრამპის ქონება $3.1 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. დღესდღეობით ეს რიცხვი ზუსტად ერთი მილიარდით ნაკლებია და 2.1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
დონალდ ტრამპის ქონების ძირითადი ნაწილი კომერციულ ფართებზე მოდის, რომლის ღირებულებაც ერთ თვეში $1.9-დან 1.2 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა. გარდა კომერციული ფართებისა, დონალდ ტრამპის იმპერია მოიცავს საცხოვრებელ სახლებს, საავადმყოფოებს, გოლფის მოედნებს და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ს მიერ დაანონსებული ეკონომიკური სტიმულირების 2.2 ტრილიონიანი პაკეტი დონალდ ტრამპისა და მისი ოჯახის ქონებაზე არ გავრცელდება.