საქართველო ტრენტოს კინოფესტივალის ფოკუს ქვეყანაა

რამდენიმე დღის წინ ტრენტოს საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა. წელს ეს ფესტივალი საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან მისი ერთ-ერთი ფოკუსი სწორედ ქართული კინემატოგრაფია იყო. ეროვნული კინოცენტრის თქმით, ფესტივალის მაყურებლებმა, ორგანიზატორთა ინიციატივით, ქართული ფილმების რეტროსპექტივას სახელწოდებით „Destination… Georgia“ იხილეს.

Photo Credits to Trento Film Festival

ფესტივალზე წარმოადგინეს შემდეგი ქართული ფილმები: „მოსავალი“, „კოშკი“, „სანამ მამა დაბრუნდება“, „ჩვენი სისხლი ღვინოა“ და სხვა. აღსანიშნავია, რომ ფესტივალის საკონკურსო სექციაში ვანო არსენიშვილისა და ნინო ორჯონიკიძის ფილმი „გვირაბიც“ მოხვდა.

ტრენტოს 68-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 27 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით გაიმართა.