
Colliers International Georgia-ს მიხედვით, საქართველოს ეკონომიკის ტურიზმზე დამოკიდებულება ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა და მისმა წილმა 2019 წლის მონაცემებით მშპ-ის 8.1% შეადგინა. ეს ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში მთლიან ტურიზმში ადგილობრივი ტურიზმის წილი მხოლოდ 27%-ია. ამ მონაცემებით საქართველო ქვეყანათა იმ კატეგორიაში ხვდება, რომელთა ეკონომიკური აღდგენის პროცესი შედარებით ხანგრძლივი იქნება.
საქართველოში შემოსულ ტურისტთა უდიდესი წილი მეზობელ ქვეყნებზე მოდის. ვიზიტორთა რაოდენობით ლიდერობენ: რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ევროკავშირის ქვეყნები და სომხეთი.