შინძო აბე: ოლიმპიადას 1 წლით გადავდებთ

იაპონიაში 2020 წლის ივლის-აგვისტოში დაგეგმილი ოლიმპიური თამაშები გადაიდო. აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, შინძო აბემაც. მან განაცხადა, რომ მსოფლიო ოლიმპიურ კომიტეტს ოლიმპიადის 1 წლით გადატანა შესთავაზა.

ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ იაპონია აცხადებდა, რომ ოლიმპიურ თამაშებს არ გადადებდა და დაგეგმილ დროს ჩაატარებდა, თუნდაც მაყურებლის გარეშე.