TikTok-ს ახალი ფუნქცია დაემატა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მოიზიდონ თანხები ქველმოქმედებისათვის. პლატფორმა გვთავაზობს ე.წ. „სასაჩუქრე სტიკერებს“, რომელთა დამატება შესაძლებელია TikTok-ის ვიდეოებსა და პირდაპირ ჩართვებზე. სტიკერზე დაჭერისას გამოვა რეკლამა, რომლის მეშვეობითაც სოციალური ქსელის მომხმარებლები ფულად დახმარებას გაიღებენ.
TikTok თანამშრომლობს რვა ორგანიზაციასთან, მათი მთავარი მიზანია მხარში დაუდგნენ კორონავირუსის გავლენით დაზარალებულ ადამიანებს. სწორედ ამ მიზნით დაემატა პლატფორმას ახალი ფუნქცია, მისი საშუალებით მოგროვილ თანხას TikTok 27 მაისამდე გასცემს.
აღსანიშნავია, რომ TikTok-მა უკვე გამოყო $250-მილიონიანი დახმარება კორონავირუსის ზეგავლენის შედეგად დაზარალებული ადამიანებისა და საზოგადოებებისთვის.