TikTok ევროპელი მომხმარებლებისთვის გაცილებით უფრო სწრაფი და უსაფრთხო იქნება

ბოლო თვეების განმავლობაში TikTok-ი აშშ-სა და ჩინეთს შორის დაპირისპირების შუაგულში აღმოჩნდა. ეროვნული უსაფრთხოების მიზნით, აშშ-ის მთავრობა აპლიკაციის აკრძალვის საკითხს განიხილავს. მისი თქმით, ჩინეთი TikTok-ის მეშვეობით მომხმარებელთა შესახებ ინფორმაციას აგროვებს.

უახლესი ინფორმაციით TikTok პირველ ევროპულ მონაცემთა ცენტრს აშენებს, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მის მომხმარებელთა მონაცემების დაცვაში. კომპანია იმედოვნებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპელ მომხმარებლებს თავიანთ რეგიონში მონაცემთა კონფიდენციალურობის სტანდარტების დაცვაში დაარწმუნებს. TikTok-ის განცხადებით, საზოგადოების კონფიდენციალურობის და მონაცემების დაცვა მათი პრიორიტეტია და მიმდინარე სამუშაოები მათი სერვისის გაუმჯობესებას განაპირობებს.

მონაცემთა ახალი ცენტრის ღირებულება, დაახლოებით, 500 მილიონი აშშ დოლარია და ის ირლანდიის ქალაქ დუბლინში განთავსდება.

TikTok-ის EMEA Trust & Safety Hub-ის პირველი ევროპული მონაცემთა ცენტრის დუბლინში დაარსება კომპანიის მხრიდან მნიშვნელოვან ინვესტიციას წარმოადგენს და ცენტრი ირლანდიის პოზიციებს კომპანიის გლობალურ ოპერაციებში საგრძნობლად გაზრდის.