ვიდეო პლატფორმა TikTok არსებული, გამორჩეული მომხმარებლების შესანარჩუნებლად და ახალი სეგმენტის მოსაზიდად, 200 მილიონი დოლარის ოდენობით ფონდის შექმნას აანონსებს.
კომპანიის განცხადებით, აპლიკაციაში კონტენტის შექმნა ფულადი სახსრების გამომუშავების ერთ-ერთი გზა იქნება. ამისათვის კი საჭიროა, რომ ვიდეოების ავტორი ცხოვრობდეს აშშ-ში, იყოს სრულწლოვანი და საკუთარ გვერდზე სისტემატურად განათავსოს მიმზიდველი კონტენტი.
ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ და რამდენ მომხმარებელზე გადანაწილდება ფონდის სახსრები, თუმცა, TikTok-ის სპიკერის განცხადებით, ეს მხოლოდ საწყისი თანხაა და კომპანია გააგრძელებს მუშაობას, ერთი მხრივ, საინტერესო ვიდეოების შემქმნელთა შესანარჩულებლად, მეორე მხრივ კი – აპლიკაციის კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით.