TikTok-ის ალგორითმმა ანტისემიტური შინაარსის მასალის გავრცელებას შეუწყო ხელი

photo – Kon Karampelas

გასულ კვირას TikTok-ზე ანტისემიტური შინაარსის აუდიო და ვიდეომასალა გამოქვეყნდა, რომლის შინაარსიც აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის გაშარჟებას მოიცავდა. ვიდეოში ჩანდა რობოტი სვასტიკის გამოსახულებით და საბავშვო თამაშის Roblox პერსონაჟი, რომელიც ადოლფ ჰიტლერს იყო მიმსგავსებული. მასალები პლატფორმაზე სამი დღის განმავლობაში იყო განთავსებული და მთლიანობაში 6 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.

ცხადია, აღნიშნულ ფაქტს საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა.

„TikTok-ზე მსგავსი შინაარსის მასალის გავრცელება უაღრესად შემაშფოთებელია, მით უმეტეს, თუ ეს ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. პლატფორმას აქვს განსაკუთრებული ვალდებულება, მკაცრად აკონტროლოს განთავსებული მასალა, რადგან, როგორც კვლევებმა აჩვენა, TikTok-ზე ვირუსული მასალა ძალიან სწრაფად ვრცელდება.“ – აცხადებს ანტისემიტური კომპანიის წარმომადგენელი.

პლატფორმიდან შეურაცხმყოფელი ვიდეო და აუდიომასალის გაქრობას 8 საათზე მეტი დასჭირდა. TikTok-ის სპიკერის განცხადებით, მომხმარებლის უსაფრთხოება კომპანიისთვის პრიორიტეტულია და სიძულვილის ენისა და დეზინფორმაციის გავრცელების შეზღუდვა მათთვის მნიშვნელოვანია.