TikTok ყალბ ახალ ამბებთან ბრძოლას გეგმავს

ჩინური ვიდეო აპლიკაციის TikTok ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა, კევინ მეიერმა, ევროკავშირის წარმომადგენელ ტიერი ბრეტონს განუცხადა, რომ იგი აქტიურად აპირებს ყალბ ახალ ამბებთან ბრძოლის საკითხში ჩართვას.

ტიერი ბრეტონი ტექნიკურ გიგანტებს მოუწოდებს, არ დაიშურონ ძალისხმევა ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლაში.

მან მეიერთან საუბრის შემდგომ Twitter-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ხაზს უსვამს TikTok-ის, როგორც მილიონობით ადამიანის გასართობი აპლიკაციის, უდიდეს მნიშვნელობას ყალბ ახალ ამბებთან ბრძოლაში. ტიერი ბრეტონი, ასევე, იმედოვნებს, რომ საზოგადოდ, ონლაინპლატფორმები და განსაკუთრებით კი – TikTok გამოიყენებენ თავიანთ რესურსებს ყალბ ამბებთან ბრძოლის საკითხში.

აღსანიშნავია, რომ ბრეტონმა ზემოთ ხსენებულ თემასთან დაკავშირებით კონფერენცია გამართა ისეთი კომპანიების აღმასრულებელ დირექტორებთან, როგორებიცაა: Facebook, Google, Apple და Twitter.