ტრამპი დღეს აშშ-ში Tik Tok-ს აკრძალავს

პარასკევს გაკეთებული განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი დღეს ხელს მოაწერს ბრძანებას, რომლის ძალაში შესვლის შემდეგ Tik Tok-ის აპლიკაცია აშშ-ში აიკრძალება.

Anna Moneymaker | The New York Times | Bloomberg | Getty Images

,,რადგანაც Tik Tok-ი საფრთხეს წარმოადგენს, ჩვენ მას აშშ-ში ავკრძალავთ“ – აცხადებს ტრამპი.

აშშ-ს ოფიციალურ პირებს არაერთხელ გამოუხატავთ შეშფოთება იმის თაობაზე, რომ ჩინეთის მთავრობა აპლიკაციას ამერიკელი ხალხის პირადი ინფორმაციის ხელში ჩასაგდებად იყენებს.

Tik Tok-ი აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მას კავშირი არ აქვს ჩინეთის მთავრობასთან და რომ მათ არანაირ ინფორმაციას არ აწვდის.

ჩინურმა კომპანიამ ByteDance Tik Tok-ის აპლიკაცია 2017 წელს გამოუშვა. Tik Tok-ის პოპულარობა განსაკუთრებით გაიზარდა კორონავირუსის პანდემიის პირობებში. მარტო აპრილის თვეში აპლიკაცია 2 მლნ ადამიანმა გადმოწერა.