„Thunder Force“ ნეტფლიქსზე

Copyright to Netflix

9 აპრილიდან მაყურებელს ნეტფლიქსზე ახალი სუპერგმირული კომედიის ხილვა შეუძლია. „Thunder Force“-ის სცენარის ავტორი და რეჟისორი ბენ ფალკონია, რომელსაც მსოფლიო Tammy (2014), Enough Said (2013) და Life of the Party (2018)-ის წყალობით იცნობს.

ფილმში მთავარ როლებს, მელისა მაქჰარტი, ოქტავია სპენსერი და ჯეისონ ბეითმანი შეასრულებენ. შესაძლოა ითქვას, რომ მელისა ფალკონის საყვარელი მსახიობია, რადგან მის ფილმებში ხშირად შეხვდებით ამ  ოსკარზე ორჯერ ნომინირებულ შესანიშნავ მსახიობს.

ფილმის შინაარსი მეცნიერსა და მის საუკეთესო მეგობარზე მოგვითხრობს, რომლებიც ერთად დაიწყებენ სუპერბოროტმოქმედებთან ბრძოლას.

ფილმთან დაკავშირებით, აღსანიშნავია ისიც, რომ ლიდიასა და მელისას სახით, ისტორიაში პირველი Plus-size სუპერგმირებს შევხვდებით ეკრანებზე. მართალია, ჯერ კიდევ 2018 წელს დაანონსდა, რომ  Faith-ის პერსონაჟზე გადაღებული Plus-size ფილმის ნახვას მალე შეძლებდა მაყურებელი, როგორც ჩანს, ნეტფლიქსი და ბენ ფალკონი ბევრად სწრაფები აღმოჩნდნენ.