აშშ-ის ახალი ბესტსელერი – ალბერ კამიუს “შავი ჭირი”

Photo By Christin Hume

მაშინ, როცა აშშ-ში მხატვრული ლიტერატურის გაყიდვები მარტის თვის დასასრულიდან მკვეთრ კლებას განიცდის, ალბერ კამიუს ცნობილი რომანის, „შავი ჭირის“ გაყიდვების მაჩვენებელი სამჯერ გაიზარდა.

COVID-19-ის გავრცელების პირობებში ხალხის ყურადღება პანდემიასთან დაკავშირებულმა ლიტერატურამ მიიპყრო, – აცხადებს NPD Bookscan

აღნიშნული დინამიკა აშკარა მარტის თვის შუა პერიოდისა და თებერვლის თვის დასასრულის შედარებისას ხდება. ასევე ყურადღების ეპიცენტრში გვევლინება ემილი მანდელის მსგავსი კატეგორიის რომანი Station Eleven, რომლის გაყიდვებმაც ორჯერ მოიმატა.

საგულისხმოა, რომ გაყიდვების მაჩვენებლის მკვეთრი კლება მარტის დასასრულიდან იწყება, რაც, ერთი მხრივ, წიგნის მაღაზიების დახურვით, მეორე მხრივ კი, ამაზონის მიერ გატარებული პოლიტიკითაა განპირობებული, რომელიც პრიორიტეტად ხალხის საყოფაცხოვრებო და სამედიცინო ნივთებით უზრუნველყოფას მიიჩნევს.

კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენა წიგნების გაყიდვაზე რეგიონალურია – იმ ქალაქებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებლები ყველაზე მაღალია, (ნიუ-იორკსა და ბოსტონში) წიგნების გაყიდვებზე 20%-მდე შემცირება ფიქსირდება, ხოლო ზოგიერთ სხვა რეგიონში (ლოს-ანჯელესსა და სან-ფრაცისკოში) გაყიდვების კლება მხოლოდ ერთეულ პროცენტებს შეადგენს.