თამარა თევდორაძე BGI Legal-ის ახალ პარტნიორად დაინიშნა

თამარა თევდორაძე იურიდიული ფირმის „BGI Legal“ ახალ პარტნიორად დაინიშნა. თევდორაძე ფირმის პარტნიორებს შორის მეორე ქალია – ამავე პოზიციაზე ვხვდებით უნანა გოგოხიას.

ფოტო: BGI Legal

ფირმის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ თევდორაძის 22 წლიანი გამოცდილება მოიცავს უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ გარიგებებს, შრომით სამართალს, ტელეკომუნიკაციებს, კომერციულ და კორპორაციულ სამართალს. თამარა ასევე ერთერთია იმ რამდენიმე ადვოკატს შორის, ვისაც ფართო პრაქტიკა აქვს პერსონალური მონაცემების დაცვაში.

თამარა თევდორაძემ სამართლის ბაკალავრის განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, ხოლო სამართლის მაგისტრის ხარისხი ნიუ-იორკის უნივერსიტეტში(New York University).  თევდორაძე BGI Legal-ის გუნდთან თანამშრომლობამდე მუშაობდა Ernst & Young Legal-სა and GCG Law Office-ში. მან ახლახან ჩააბარე ნიუ-იორკის შტატის ადვოკატთა გამოცდა (New York State Bar Exam). თამარა თევდორაძე BGI Legal-ის თავდაპირველი გუნდის წევრია, 2005 წლიდან.

„თამარა BGI-ის დაფუძნებისას ჩვენი გუნდის წევრი იყო და 2005 წლიდან ბევრჯერ დაადასტურა, რომ ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი წევრია, რომელიც მუდმივად იზრდება პროფესიულად და ამასთან, ავითარებს კლიენტების პორტფელს. სიამოვნებით ვადევნებთ თვალს მისი როლის ზრდას ფირმაში“ – განაცხადა BGI Legal-ის უფროსმა პარტნიორმა, ლაშა გოგიბერიძემ.

BGI Legal საქართველოში ერთერთი უმსხვილესი იურიდიული ფირმაა, რომელიც უკვე 15 წელიწადზე მეტია კლიენტებს სრულ საადვოკატო მომსახურებას სთავაზობს.