Tesla მსოფლიოში ავტომობილების ყველაზე ძვირადღირებული მწარმოებელი გახდა

ამერიკული ავტომშენებელი კომპანია „ტესლა“ მსოფლიოში ავტომობილების ყველაზე ძვირადღირებული მწარმოებელი გახდა. მან იაპონურ „ტოიოტასაც“ კი გადაუსწრო, მას შემდეგ, რაც კომპანიის აქციების ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

Photo via Tesla Press Information

ოთხშაბათს, ტესლას აქციების ფასი 4%-ით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს – 1,120 აშშ დოლარს მიაღწია. ამ ფასით ტესლას საბაზრო კაპიტალიზაციამ  $210 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს კი დაახლოებით 4 მილიარდი ამერიკული დოლარით მეტია, ვიდრე Toyota– ს მიმდინარე საფონდო ბირჟის ღირებულება.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ტოიოტა გაყიდვების თვალსაზრისით კვლავ უდიდეს ბიზნესად რჩება. 2020 წლის მარტის მონაცემებით , იაპონურმა კომპანიამ დაახლოებით 30 ჯერ მეტი ავტომობილი, ჯამში კი 10.46 მილიონი მანქანა გაყიდა. საერთო შემოსავალმა კი 30.2 ტრილიონი იენი (281.20 მილიონი დოლარი) შეადგინა.

ამერიკული კომპანიის აქციების ზრდა 2020 წლის პირველივე ნახევრიდან დაიწყო. მიზეზად ინვესტორების განსაკუთრებულ თავდაჯერებულობას ასახელებენ, რომლებიც ელექტრულ მანქანებს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.