სულ მალე, „ტესლას“ ავტომობილები სრულად თვითმართვადი გახდება, – ამის შესახებ ილონ მასკმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა. იმისათვის, რომ მანქანა სრულად თვითმართვადი გახდეს, საჭიროა ე.წ. „მეხუთე თაობის ტექნოლოგია“, რომლის შესახებაც კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელი ასე საუბრობს: „უაღრესად დარწმუნებული ვარ, რომ მეხუთე თაობის ან სრულად ავტონომიურ ტექნოლოგიას შევქმნით და შევქმნით ძალიან მალე“.
აღსანიშნავია, რომ თვითმართვადი ავტომობილების დახვეწაზე „ტესლა“ უკვე დიდი ხანია მუშაობს: მანქანები აღჭურვილია გარეპერიმეტრის კამერები, რადარებითა და სენსორებით, თუმცა, გამართული ფუნქციონირებისათვის მას ადამიანის კონტროლი სჭირება.
გასულ კვირას, საერთო ღირებულებით „ტესლამ“ იაპონურ გიგანტ „ტოიოტას“ გადაასწრო და მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ავტომწარმოებელი გახდა. თვითმართვადი ავტომობილების ინდუსტრიაში „ტესლას“ მთავარი კონკურენტები „უბერი“ და „ვეიმო“ არიან.