ჩინეთში Tesla-ს პირველი, ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიის გარეთ არსებული, საავტომობილო ქარხანა 2020 წლის ოქტომბრიდან დამზადებული პროდუქციის რეალიზებას ევროპაში მოახდენს.
Model 3 ავტომობილების ექსპორტი ევროპის ათამდე ქვეყანაში მოხდება, მათ შორის გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და შვეიცარიაში.
ილონ მასკის განცხადებით, ავტომობილების ჩინეთიდან ევროპაში ექსპორტი ორივე მხარისათვის მომგებიანია. ჩინეთი კომპანიისათვის სტრატეგულად მნიშვნელოვან ტერიტორიას წარმოადგენს და მომავალში აუცილებლად მოხდება შანხაის საავტომობილო ქარხანაში დაბანდებული ინვესტიციების ეტაპობრივი გაზრდა.
ამ ტიპის მულტიმილიონიანი პროექტები იშვიათია ჩინეთის ბაზარზე და ქვეყნისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს.
2018 წელს გახსნილი ქარხნის გეგმის მიხედვით, ყოველწლიურად დაახლოებით 500 000 ავტომობილი უნდა დამზადდეს.
ცნობილია, რომ ავტომობილების ჩინეთიდან ევროპაში ექსპორტის პროცესი ბერლინში Tesla-ს ახალი საავტომობილო ქარხნის გახსნამდე გაგრძელდება.
წყარო: techxplore.com