Tesla-ს ჩინური კონკურენტის Kandi Technologies აქციები 350%-ით გაიზარდა

photo – m.futurecar.com

Kandi America ჩინური კორპორაციის ამერიკული შვილობილი კომპანიაა, რომელიც კონკურენციას უწევს ელექტრომობილების მწარმოებელ ისეთ ორგანიზაციებს, როგორებიცაა Tesla და Nio.

Kandi Technologies-ის თქმით, კომპანია აგვისტოდან აშშ-ში ორი ელექტრომობილის წარმოებას დაიწყებს, რომლებიც ხელმისაწვდომი მიმდინარე წლის ბოლოს იქნება. განცხადების შემდეგ, ორი დღის განმავლობაში, Kandi Technologies-ის აქციები, დაახლოებით, 350%-ით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ Kandi-ის ავტომობილები Tesla-ზე გაცილებით იაფია. Kandi-ის კომპაქტური K27 მოდელის საფასური 12 999 აშშ დოლარიდან იწყება, ხოლო შედარებით დიდი K23 მოდელის – 22 499 აშშ დოლარიდან. მაშინ, როდესაც Tesla-ს ყველაზე დაბალფასიანი მანქანის, მესამე სერიის მოდელის, ღირებულება 31 690 აშშ დოლარია.

Kandi-ის აქციები, წინა წელთან შედარებით, 260%-ით გაიზარდა.