ახალი კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, ისრაელის მოსახლეობაც სახლში გამოიკეტა. თელ-ავივის დაცარიელებულ პარკებში კი ათობით ტურა გამოჩნდა.
ჩვეულებრივ, ცხოველები, რომლებიც საფრთხეს არ წარმოადგენენ ადამიანებისთვის, აქამდეც დადიოდნენ ჰაიარკონის პარკში. ახლა კი დაცარიელებულ პარკში მარტივი შესამჩნევია პირბადიანი ადამიანები, რომლებიც ისე ახლოს არიან ტურებთან რომ ფოტოებსაც უღებენ.
ისრაელის ბუნებისა და პარკების დაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლი ამბობს, რომ ამ პერიოდში ტურების შეჯვარება ხდება, ცხოველებისთვის საკვების კრიზისი კი დამატებით გართულებებს ქმნის.
მისივე თქმით, ტურებისა და ადამიანების ერთ სივრცეში ყოფნა საკმაოდ სახიფათოა. პარკში მოსიარულე ზოგი ადამიანი ტურებს ხორცს აჭმევს. ამან შეიძლება გამოიწვიოს ტურების დამოკიდებულება და მათ ყოველ ჯერზე ეგონოთ, რომ ვინმე გამოკვებავს. მაშინ, როცა ისინი ადამიანისგან ხორცს ვერ მიიღებენ, შესაძლოა აგრესიულებიც გახდნენ. ამ დროს ცხოველისთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება მათ წინ – პატარა ბავშვი, თუ მოზრდილი ადამიანი.