2019 წლის 14 დეკემბერს სხვადასხვა პროფესიის, გამოცდილებისა და ასაკის 9 სპიკერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაერთიანდება TEDxTbilisi 2019-ის მთავარ თემაზე „ცხოვრების ხელოვნება“ სასაუბროდ:
• რატი ღოლიჯაშვილი | ფაგები – ბაქტერიებთან ბრძოლის თანამედროვე ეფექტური მეთოდი
• მაკო ქავთარაძე | სოციალური ანტერპრენერშიფი – რა ენერგიას ტოვებ შემდეგი თაობებისთვის
• ხატია გაბისონია | გულის უჯრედების აღდგენის ახალი მეთოდი, რომელსაც მილიონობით ადამიანის გადარჩენა შეუძლია
• ჯერი ოსბორნი | მითები და ცრუ ინფორმაცია თანამედროვე სამყაროში
• მანუჩარ ჩიტაიშვილი | მარკეტინგი – სიყვარული ბრენდების მიმართ
• თათა რატიშვილი | მითები ვაქცინაციაზე – არის თუ არა ვაქცინაცია ისეთი სახიფათო, როგორიც გვგონია
• ლიკა დუმბაძე | დაკვირვებები ქორწილების ორგანიზების გამოცდილებიდან
• მარია ბაიერ დ’ორაციო | დაბერების ახლებური ხედვა
• გიორგი თუმანიშვილი | მეხსიერების აციფვრა და უკვდავება
TEDxTbilisi-ის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი. ღონისძიების მედია-პარტნიორები არიან Forbes Woman Georgia, კლიპარტი და რადიო შოკოლადი. ღონისძიების სპონსორები და პარტნიორები ასევე არიან დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გიფერი და ყავის ლაბორატორია.