სად უხდიან ყველაზე მეტს მასწავლებლებს

ხშირად კონკრეტული პროფესიის პრესტიჟულობა ამ პროფესიის წარმომადგენელთა ანაზღაურებით ფასდება. საქართველოშიც ხშირად შევხვდებით მსგავს მიდგომას პროფესიებთან მიმართებით. დღეს საქართველოში მასწავლებელთა საშუალო ხელფასი  600-700 ლარის ფარგლებშია. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს, რომ 2022 წლისთვის პედაგოგების ხელფასი თვეში საშუალოდ 1500 ლარამდე გაიზრდება.

საინტერესოა როგორ „ფასდება“ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესია მსოფლიოს სხვადასხავა ქვეყანაში. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) სხვა მრავალ საკითხთან ერთად, ამ თემის გარკვევასაც შეეცადა.

პირველ ათეულში ევროპული ქვეყნები ლიდერობენ, დანარჩენი მსოფლიოდან მხოლოდ აშშ, კანადა და ავსტრალია მოხვდნენ ათეულში. რეიტინგი შედგენილია სკოლის პერსონალის  ოფიციალური საშუალო ანაზღაურების მიხედვით (საგადასახადო დაბეგვრამდე).

ლუქსემბურგი

  • მასწავლებლის საშუალო ხელფასი – 290 000 ლარი წელიწადში;

გერმანია

  • მასწავლებლის საშუალო ხელფასი – 218 00 ლარი წელიწადში

შვეიცარია

  • მასწავლებლის საშუალო ხელფასი – 195 000 ლარი წელიწადში

ნიდერლანდები

  • მასწავლებლის საშუალო ხელფასი – 171 000 ლარი წელიწადში

ავსტრალია

  • მასწავლებლის საშუალო ხელფასი – 160 000 ლარი წელიწადში

კანადა

  • მასწავლებლის საშუალო ხელფასი – 160 000 ლარი წელიწადში

დანია

  • მასწავლებლის საშუალო ხელფასი – 159 000 ლარი წელიწადში

აშშ

  • მასწავლებლის საშუალო ხელფასი – 156 000 ლარი წელიწადში

ირლანდია

  • მასწავლებლის საშუალო ხელფასი – 147 000 ლარი წელიწადში

ავსტრია

  • მასწავლებლის საშუალო ხელფასი – 145 000 ლარი წელიწადში

ესპანეთი

  • მასწავლებლის საშუალო ხელფასი – 141 000 ლარი წელიწადში