Tbilisi Open Air და ცა – TSA Music წარმოგიდგენთ live-ივენთების სერიას Home Alone

დღეს, 27 მარტს, 19:30-ზე „მწვანე ოთახი“ მსმენელთათვის live-კონცერტს გამართავს.

Tbilisi Open Air / AlterVision – ის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

 
„Tbilisi Open Air და ცა – TSA Music წარმოგიდგენთ ლაივ ივენთების სერიას Home Alone.

მიუხედავად იმისა, რომ სახლებში ვსხედვართ, დროის სასიამოვნოდ გატარება მაინც შეგვიძლია.

ჰოდა, გვინდა გაგახაროთ და გითხრათ, რომ თქვენი საყვარელი მუსიკოსები ონლაინ რეჟიმშიც უპრობლემოდ შეძლებენ, თქვენს განწყობაზე იზრუნონ.

ამ არაჩვეულებრივ ინიციატივას TOA-ის ყველა სცენის არტისტები შემოუერთდნენ (MAIN STAGE, EYESTAGE, GARDEN STAGE, LENØ STAGE POWERED BY SINGER)”