თბილისის მერია მეწარმეებს იჯარის გადასახადისგან ათავისუფლებს

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დღეს განცხადება გააკეთა მეწარმეებისთვის საშეღავათო პირობების დაწესებასთან დაკავშირებით. კერძოდ, მერია 600-მდე მცირე და საშუალო მეწარმეს რამდენიმე თვით გაათავისუფლებს გადასახადისაგან.

„ჩვენ მთელი წლის გადასახადისგან გავათავისუფლეთ ღია კაფე-ბარები, რომელთაც იჯარა ჰქონდათ აღებული თბილისის მუნიციპალიტეტისგან. დღევანდელი გადაწყვეტილებაა, რომ იჯარისგან გავათავისუფლოთ ის 600-მდე მცირე და საშუალო მეწარმე, რომელთაც სამეწარმეო დანიშნულებისთვის მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიწის ნაკვეთი ან ფართი აქვთ მერიისგან იჯარით აღებული. ამ მეწარმეებს თბილისის მერია გაათავისუფლებს მარტის, აპრილის და მაისის თვის იჯარის გადასახადისგან” – განაცხადა კალაძე.