წლიდან წლამდე გამოწერის პრაქტიკა სულ უფრო პოპულარული ხდება, განსაკუთრებით, საქმიანი ადამიანებისთვის. ეს კომფორტია, გამოიწერო ის, რაც ასე გჭირდება. კომფორტი ყოველდღიურ საჭიროებად აქცია COVID-19-მა, საჭიროებას ოპერატიულად უპასუხა თიბისიმ და ასე ბაზარზე გაჩნდა „ბანკი გამოწერით“ თიბისისგან, მაშინ, როცა ეს ყველას ასე ძალიან სჭირდებოდა.
თიბისი აქამდეც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე „გაციფრულებული“ ინსტიტუტი იყო. თიბისის მომხმარებლებს საბანკო ოპერაციების უმრავლესობის შესრულება მობაილბანკით და სხვა პლატფორმების მეშვეობით დისტანციურად შეუძლიათ. ორგანიზაციას ეს ლოქდაუნის პერიოდში განსაკუთრებულად დაეხმარა და უბიძგა, რომ გაციფრულება კიდევ უფრო ბევრ პროცესს და პროდუქტს მოარგოს.
„ბანკი გამოწერით“ თიბისისთვის, პირველ რიგში, სიმარტივეს ნიშნავს, ასე იწყებს თიბისის გადახდების განვითარების ლიგის ლიდერი თამუნა მათი სერვისის ჩვენთვის ახსნას. ეს ის სერვისია, რომელიც თიბისიმ პანდემიურ წელს შექმნა, ეს კი ერთ-ერთი დასტურია იმისა, რომ აქ და ახლა ფიქრობენ, ქმნიან და პასუხობენ გამოწვევებს, მათ შორის ისეთს, როგორიც ჯერ არ ყოფილა.
„მომხმარებელს არ სჭირდება თითოეულ პროდუქტში კარგად გარკვევა, შედარება და იმაზე ფიქრი, თუ რა დაუჯდება ყველა ამ პროდუქტის შეძენა და გამოყენება. ამას ჩვენ მომხმარებლის ნაცვლად ვაკეთებთ და ვფუთავთ ყველა საჭირო ნაკრებში, თან ისე, რომ ცალ-ცალკე ამ პროდუქტების შეძენა მომხმარებელს გაცილებით ძვირი დაუჯდებოდა. ამ არჩევანით ჩვენ ვამარტივებთ ჩვენი მომხმარებლების ცხოვრებას“.
ამ პრიორიტეტებზე დაყრდნობით თიბისიმ მომხმარებელს ყოველდღიურად მოხმარებადი საბანკო პროდუქტების გამოწერის 3 სხვადასხვა ნაკრები შესთავაზა, რომელიც ერთმანეთისგან ფასით და პროდუქტების შემადგენლობით განსხვავდება. მაგალითად, თუ მომხმარებელი თვეში 5 ლარის ღირებულების ნაკრებს გამოიწერს, რომელშიც შედის 2 პლასტიკური ბარათი, დაზღვევა უსაფრთხო ტრანზაქციებისთვის, სმს და ინტერნეტ ბანკი, სპეციალური ტარიფები გადარიცხვებსა და თანხის განაღდებაზე; მას ამ სერვისების შეძენა ცალ-ცალკე აღარ მოუწევს და მომსახურებაც გაუიაფდება.
წლის ბოლოს, თამუნა თამამად ამბობს, რომ თიბისის გამოწერის მოდელზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია. ამაზე ოფიციალური სტატისტიკაც მეტყველებს, ოქტომბრიდან თიბისიმ 20,000-მდე ნაკრები გაყიდა და, რაც მთავარია, მომხმარებელი დადებითად შეხვდა ამ სიახლეს.
გამოწერის სერვისის მომხმარებლებს კიდევ ერთი უპირატესობა აქვთ, მათი ახალი პლასტიკური ბარათები „ვერტიკალური და ბრუნვადია“.
„ჩვენი ახალი პლასტიკური ბარათები „ვერტიკალური და ბრუნვადია“, როგორც ცნობილი ქართული კინოგმირი იტყოდა. ეს ხუმრობით. რეალურად კი ჩვენ მართლაც ძალიან თანამედროვე პროდუქტი შევთავაზეთ მომხმარებელს. თიბისის ახალი ვიზა გოლდ ბარათი არის ძალიან ლამაზი მინიმალისტური დიზაინის, სადა და მართლაც ვერტიკალური. მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს ბარათი 6 სხვადასხვა ფერიდან. სხვათა შორის, ექვსივე ფერი თანაბრად პოპულარულია. ამ ბარათებს ჩვენ ვთავაზობთ მხოლოდ გამოწერის სერვისით მოსარგებლე და ასევე ჩვენს სახელფასო მომხმარებლებს. ბარათის და კონკრეტული გამოწერის არჩევა მომხმარებლებს შეუძლიათ ვებ გვერდზე tbccard.ge“.
თიბისისთვის მთავარი მისიაა ცხოვრება გაუმარტივოს მომხმარებლებს, სულერთია ამას გუნდის წევრები ოფისიდან მიაღწევენ თუ სახლიდან. ასეთი არჩევანი ეპიდემიამ მოიტანა და არავის დაუშვია, რომ ვინმე გამოწვევას თავს ვერ გაართმევდა.
„ჩვენთან თითოეული ადამიანი პატარა გუნდშია გაერთიანებული და ამ გუნდს აქვს ცხადი და ყველასთვის გასაგები მიზანი. ჩვენთვის სულერთია ამ მიზანს ადამიანი და გუნდი ოფისიდან მიაღწევს თუ სახლიდან. მეტსაც გეტყვით, პანდემიის დასრულების შემდეგ, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანწილად შევინარჩუნოთ სახლიდან მუშაობის შესაძლებლობა მათთვის, ვისთვისაც ეს დამატებითი კომფორტია“.
მიუხედავად პანდემიური წლისა, 2021 წელს თიბისი ოპტიმიზმით ხვდება. თამუნა პროგნოზირებს, რომ გვიან გაზაფხულიდან ეკონომიკის ზრდა შეუქცევადი გახდება და COVID-19-ის მიერ შექმნილ სირთულეებს ქვეყანა დროულად გადალახავს. თავად ბევრ სიახლეს ამზადებს, თიბისის მთავარი მისიის ირგვლივ ‒გაუმარტივონ ცხოვრება ადამიანებს, კიდევ უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახადონ გადახდები მობაილ ბანკში, ინტერნეტსა თუ სავაჭრო ცენტრებში.
ინტერვიუს ბოლოს თიბისის გადახდების განვითარების ლიდერი სასიამოვნო მინიშნებებს გვიტოვებს.
„მოგეხსენებათ, რა მარტივია და როგორ შეცვალა მომხმარებლის გამოცდილება Apple Pay-მ, რომელიც საქართველოში 1 წლის წინ შემოვიდა. არ არის გამორიცხული, რომ მომდევნო წელს საქართველოში უკვე Google Pay გახდეს ხელმისაწვდომი. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს მართლაც შესაძლებელი გახდეს“.