დღეიდან, 2 თვის განმავლობაში, თიბისის მომხმარებლები ინტერნეტ და მობაილბანკში გაუმჯობესებული პირობებით ისარგებლებენ.
მომხმარებლების ცხოვრების კიდევ უფრო გასამარტივებლად, თიბისის დისტანციურ არხებში ფიზიკური პირები საბანკო ოპერაციების და ტრანზაქციების განხორციელებისას შემდეგი პირობებით ისარგებლებენ:
- 0% საკომისიო ყველა ტრანზაქციის განხორციელებისას, მათ შორის: სხვასთან ანგარიშის და მობილურის ნომრით გადარიცხვაზე ნებისმიერ ვალუტაში, კომუნალურ გადახდებზე, მობილურის ბალანსის შევსებაზე;
- 1%-ით მეტი წლიური სარგებელი ანაბრის ეროვნულ ვალუტაში გახსნისას;
- პირველი წლის მომსახურება საკომისიოს გარეშე ახალი სადებეტო ბარათის შეკვეთისას;
- კიდევ უფრო გაუმჯობესებული სავალუტო კურსი და გაზრდილი დღიური კონვერტაციის ლიმიტი.