აქ. ახლა, გამოიწერე ნაკრები

თიბისი სრულიად ახალ, გამოწერის ბიზნესმოდელზე გადავიდა და მომხმარებელს შესაძლებლობა მისცა, ყოველდღიურ საჭიროებებზე მორგებული, საბანკო სერვისების და პროდუქტების სამი ტიპის ნაკრებიდან, მისთვის სასურველი აირჩიოს.

გამოწერის ბიზნესმოდელის დანერგვასთან ერთად, თიბისიმ განახლებული დიზაინის, ვერტიკალური ვიზა გოლდ ბარათები გამოუშვა, რომლებსაც მომხმარებელი საკუთარი სურვილის მიხედვით  შეარჩევს.

გთავაზობთ ინფორმაციას მომხმარებლების მიერ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებზე:

რა არის გამოწერის ბიზნესმოდელი?

გამოწერის ბიზნესმოდელი საბანკო სერვისების და პროდუქტების ერთობლიობაა, რომელიც მორგებულია მომხმარებლის ყოველდღიურ საჭიროებებზე.

რას მოიცავს ნაკრები?

თითოეული ნაკრები მოიცავს პირველადი, ხშირად მოხმარებადი და განმეორებადი ტიპის საჭიროებებს.

რამდენი  ნაკრები არსებობს?

არსებობს 3 ტიპის ნაკრები:

  • 2₾
  • 5₾
  • 10₾

რა განსხვავებაა ამ  3 ნაკრებს შორის?

  • ყოველთვიური / ყოველწლიური საკომისიო
  • პროდუქტები
  • საბანკო სერვისების ტარიფები

რამდენი ბარათით შეუძლია მომხმარებელს ერთდროულად სარგებლობა?

თითოეული ნაკრები  ერთ ვიზა გოლდ ბარათს მოიცავს, რომელსაც მომხმარებელი საკუთარი სურვილის მიხედვით შეარჩევს. ნაკრების გამოწერისას,  მომხმარებელი მეორე ბარათს საჩუქრად მიიღებს.

რამდენი ფერისაა განახლებული ბარათები?

ვერტიკალური ფორმის, მინიმალისტური დიზაინის ბარათები 6 ფერისაა. ბარათების მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოა.

სასურველი ნაკრების გამოწერა ვებ-გვერდზე – www.tbccard.ge ან თიბისის ნებისმიერ ფილიალში სტუმრობითაა შესაძლებელი.  ბარათების მიტანა მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოა.