FTSE 250 რეიტინგში, ლიდერულ პოზიციებზე ქალების წარმომადგენლობით, თიბისი საბანკო სექტორის კომპანიებს შორის პირველ ადგილზეა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე, 2021 წლის FTSE 250 რეიტინგში, თიბისიმ საბანკო სექტორის წარმომადგენელ კომპანიებს შორის პირველი ადგილი დაიკავა მმართველ საბჭოსა და ლიდერულ პოზიციებზე ქალების 45.5%-იანი წარმომადგენლობით. ამავე წლის FTSE 250 რეიტინგში,  თიბისი ყველა სექტორის კომპანიებს შორის მერვე ადგილს იკავებს.

FTSE ქალთა ლიდერობის მიმოხილვა (Women Leaders Review) ბრიტანეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი, დამოუკიდებელ ჩარჩოა, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟის უმსხვილესი ინდექსის მქონე კომპანიებისთვის რეკომენდაციებს ადგენს, რომ მათ ქალების წარმომადგენლობა მმართველ საბჭოებსა და ლიდერულ პოზიციებზე გააუმჯობესონ.  მიმოხილვა 2022 წლის თებერვალში პირველად გამოქვეყნდა და ის ბოლო  10 წლის განმავლობაში  Hampton-Alexander-ის და Davies-ის მიერ ჩატარებულ კვლევებს ეფუძნება. მიმოხილვა ბრიტანეთის 350 უმსხვილესი კომპანიის, 24 000-ზე მეტი ლიდერული პოზიციას მოიცავს.

„FTSE 250 რეიტინგში, ქალთა გაძლიერების კუთხით, თიბისის ლიდერი პოზიცია ჩვენთვის განსაკუთრებულად სასიხარულო და საამაყოა. 2020 წლის შემდეგ, ამ მიმართულებით კომპანიის რეიტინგი  მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რაც თიბისის გაზრდილი ძალისხმევის  და თანასწორობაზე ორიენტირებული პოლიტიკის კიდევ ერთი დასტურია. თიბისი ხელს უწყობს ქალთა გაძლიერებას, როგორც კომპანიის შიგნით, თანაბარი შესაძლებლობებით, თანასწორი და მრავალფეროვანი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფით, ისე ბაზარზე და ზოგადად, საზოგადოებაში“,  – ნინო მასურაშვილი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

FTSE 250 ლონდონის საფონდო ბირჟის მეორე უმსხვილესი ინდექსია და მსხვილი კაპიტალიზაციის მქონე კომპანიებს აერთიანებს. თიბისი FTSE 250-ს 2017 წელს შუერთდა.

თიბისიში, როგორც ტექნოლოგიურ კომპანიაში, ქალთა გაძლიერების საკითხების ინტეგრაციას და გენდერულ თანასწორობის საკითხებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. 2021 წლის მონაცემებით, სხვადასხვა პოზიციაზე თიბისიში დასაქმებული თანამშრომლების 68% ქალია, ამასთან, სამეთვალყურეო საბჭოს წევრების 33%-ს ქალები წარმოადგენენ. ამასთანავე, თიბისიში ქალები სულ უფრო მეტად საქმდებიან ისეთ სფეროებში, რომლებშიც აქამდე ძირითადად კაცები იყვნენ წარმოდგენილნი.

ქალთა გაძლიერების მიმართულებით თიბისი არაერთ საინტერესო პროექტს ახორციელებს, მათ შორის, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად, პროექტს – „500 ქალი ტექში“, რაც ტექნოლოგიების სფეროში ქალთა როლის გაძლიერებასა და მათ ჩართულობას გულისხმობს. გარდა ამისა, თიბისის IT აკადემიაში ქალებს შესაძლებლობა ეძლევათ, IT მიმართულებით გაიღრმავონ ცოდნა და დასაქმდნენ თიბისი ჯგუფში.

თიბისი საქართველოში ქალთა გაძლიერების კუთხით სამაგალითო კომპანიად დასახელდა ავსტრიის განვითარების ბანკის (OeEB) მიერ, გერმანიის განვითარების ფინანსურ ინსტიტუტთან (DEG) ერთად,  2021 წელს  ჩატარებული კვლევის შედეგად, რომლის მიზანს სამუშაო გარემოში გენდერული და ქალთა ლიდერობის საკითხების შესწავლა წარმოადგენდა საქართველოში.

2022 წელს, თიბისი პირველი კერძო კომპანია გახდა საქართველოში, რომელთანაც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. სტრატეგიულ პარტნიორობას შემდეგი მიზნები აქვს: ქალთა პროფესიული განვითარება; ქალი მეწარმეების მხარდაჭერა რეგიონებსა და დიდ ქალაქებში; ქალების დასაქმების წახალისება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში; თანამშრომლების შესაძლებლობების განვითარება და გენდერული თანასწორობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.