თიბისი ახალგაზრდული Eurobest 2021-ის მხარდამჭერია

23-26 ოქტომბერს საქართველოში ახალგაზრდული „ევრობესთის“ ადგილობრივი შეჯიბრება ჩატარდება.

კონკურსში ორი ადამიანისგან დაკომპლექტებულ გუნდებს შეუძლიათ მონაწილეობა. სავალდებულოა, რომ გუნდის ორივე მონაწილე წარმოადგენდეს კრეატიულ სფეროს. გუნდების წევრთა ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 30 წელს.

მონაწილეები ბრიფს, 23 ოქტომბერს, ელექტრონულ ფორმატში მიიღებენ.

თარიღები:

  • 10 გუნდების ონლაინ დაბრიფვა
  • 10 23:59-ზე ნამუშევრების ჩაბარება
  • 10 LIVE შეხვდრა ჟიურისთან
  • 10 საქართველოს 2 გამარჯვებული გუნდის გამოვლენა და დაჯილდოების ცერემონია

ნამუშევრებს სფეროს პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ჟიური შეაფასებს. გამარჯვებული ორი გუნდი, საქართველოს სახელით, “ევრობესთის“ მთავარი პრიზისთვის იბრძოლებს. ღონისძიების ორგანიზატორია „კანის ლომების“ ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში.

„ევრობესთის“ მეგობარია თიბისი, რომელიც მიზნად ისახავს კრეატიული ინდუსტრიის მხარდაჭერას, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, ერთ-ერთი გამორჩეული ინდუსტრიაა და საერთაშორისო ასპარეზზეც ეთქმის სიტყვა. თიბისისთვის, როგორც ბრენდისთვის მნიშვნელოვანია, რომ კონკურსის ფარგლებში მონაწილეებმა ახალი აღმოჩენები გააკეთონ და მათმა ნამუშევრებმა ფესტივალს გარეთაც გააგრძელოს ცხოვრება.

“ევრობესთი“ კანის ფესტივალის შემადგენელი ნაწილია და აღიარებულია როგორც ევროპის ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული ფესტივალი. “ევრობესთი” გამარჯვებულებს რეკლამის, კომუნიკაციისა და სხვა მომიჯნავე სფეროებში ავლენს. ახალგაზრდული „ევრობესთი“ ევროპის სხვადასხვა ქალაქში ყოველწლიურად ტარდება.