ბიზნესების ონლაინ ვაჭრობაზე გადასვლის წასახალისებლად, თიბისი VISA-სთ
„თიბისი ელ. კომერცია“ გადახდის სისტემაა, რომელიც ერთი მხრივ, ონლაიან მაღაზიაში გადახდის პროცესს მომხმარებლისთვის სწრაფს, უსაფრთხოს და მარტივს ხდის, მეორე მხრივ კი, ბიზნესებს გადახდების ინტეგრაციას და ონლაინ ტრანზაქციების მართვას უმარტივებს.
„თიბისი ელ. კომერციით“ ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარ ონლაინ მაღაზიაში მომხმარებელს გადახდის მრავალფეროვანი მეთოდები შესთავაზონ. მათ შორის, გადახდა შესაძლებელია:
- ბარათით
- თიბისის ინტერნეტ ბანკში ავტორიზაციით
- თიბისის მობაილბანკით – QR კოდით
- Apple Pay-თ
- ერთგული ქულებით
- ონლაინ განვადებით
„თიბისი ელ. კომერციის“ ონლაინ მაღაზიაში გააქტიურება მარტივად, დეველოპერის ჩარევის გარეშეა შესაძლებელი. ონლაინ მაღაზიაში განხორციელებულ ყოველდღიურ ტრანზაქციებს კი ბიზნესის წარმომადგენელი მარტივად მართავს, მისთვის სპეციალურად გამოყოფილ ონლაინ სივრცეში.
სიახლის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე: www.tbcpayments.ge
ამასთან ერთად, გრძელდება თიბისის და VISA-ს ერთობლივი პროექტი – „შექმენი საკუთარი ონლაინ მაღაზია“, რომლის ფარგლებში კომპანიებს საკუთარი,
პროგრამის ფარგლებში, ბიზნესები 6 თვით თავისუფლდებიან ვებ-გვერდის ყოველთვიური მომსახურების გადასახადისგან, ხოლო „თიბისი ელ. კომერციით“ 2 თვით საკომისიო (შევსებადი) გადასახადის გარეშე ისარგებლებენ.