,,ტავ ჯორჯიას“, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანიის ხელმძღვანელი თეა ზაქარაძე გახდა. მან ეს თანამდებობა 23 ივნისს დაიკავა. ის ამ ადგილას მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა და საბოლოოდ, კომპანიის პირველი ქართველი მენეჯერიც გახდა.
,,ტავ ჯორჯია“ მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე და ლიდერი აეროპორტების ოპერატორი კომპანიაა, მათ შორის, საქართველოსიც და ის მოგზურებს უამრავ სასარგებლო სერვისს სთავაზობს. უნდა აღინიშნოს, რომ ,,ტავ ჯორჯია“ სრულიად პასუხისმგებელია როგორც საჰაერო, ისე – სახმელეთო ოპერაციების გამართულ მუშაობაზე საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში. კომპანია უზრუნველყოფს უსაფრთხოების ნორმების უმაღლეს დონეზე დაცვას, მათ შორის, კიბერ უსაფრთხოებასაც.
წყარო: avia.ge