კვირას ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, შვეიცარიელების 62%–ს სურს შეინარჩუნოს თავისუფალი მოძრაობა ევროკავშირის ქვეყნებთან. მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრების ინიციატივა მემარჯვენე ,,შვეიცარიის სახალხო პარტიას“ ეკუთვნოდა.
შვეიცარია პირდაპირი დემოკრატიის სისტემით იმართება. შესაბამისად, პრობლემური საკითხების გადასაწყვეტად მოქალაქეები როგორც რეგიონალურ, ისე ნაციონალური დონის რეფერენდუმებში.
ევროკავშირთან ურთიერთობა შვეიცარიისთვის აქტუალური საკითხია. მიგრაციის შეზღუდვის მომხრეები თვლიან, რომ შვეიცარიამ უნდა აკონტოროლოს საზღვრები და ქვეყანაში საცხოვრებლად და სამუშაოდ მხოლოდ „სასურველი“ მიგრანტები დაუშვას. მათი აზრით, უცხოელებისთვის თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა აზიანებს შვეიცარიის საზოგადოებრივ სერვისებსა და ქვეყნის გარემოს. მოწინააღმდეგე მხარე კი მოულოდნელი რეცესიის საფრთხეებს ხედავს, რადგან მიაჩნიათ,რომ მიგრანტები შვეიცარიის ეკონომიკას აჯანსაღებენ.
თავისუფალ გადაადგილებაზე უარის თქმა რისკის ქვეშ დააყენებდა თავისუფალ ვაჭრობასაც. შვეიცარიის ექსპორტის 60% კი ევროპაში გადის. ინიციატივის მოწინააღმდეგეების განმარტებით, პანდემიის გათვალისწინებით, რეფერენდუმის განსხვავებული შედეგი ეკონომიკურ კოლაფსს გამოიწვევდა.
ამ კვირის რეფერენდუმის შედეგები მნიშვენელოვანია ევროკავშირისა და შვეიცარიის ურთიერთობის განვითარებისთვის. განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ ,,შვეიცარიის სახალხო პარტია“ წარმატებით ახორციელებდა ანტიმიგრაციულ პოლიტიკას. 2014 წლის რეფერენდუმის შედეგებით, შვეიცარიელთა უმრავლესობა სამიგრაციო კვოტებს დაეთანხმა. რაც გულისხმობს მიგრანტთა ყოველწლიურ რაოდენობის განსაზღვრას.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩარლზ მიშელის განცხადებით შვეიცარელმა ხალხმა ნათლად გამოხატა სურვილი, გააძლიეროს ურთიერთობა ევროკავშირთან.