სულაკაურის გამომცემლობის შეთავაზება მოსწავლეებსა და მასწავლებლებს

ახალი ტიპის კორონავირუსის პრევენციის მიზნით საქართველოში სასწავლო პროცესი შეჩერებულია ყველა ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულებაში. სკოლების ნაწილი უკვე გადავიდა დისტანციურად სწავლებაზე.

იმისათვის, რომ მოსწავლეებმა უწყვეტად შეძლონ ცოდნის მიღება და მასწავლებლებს მაქსიმალურად გაუადვილდეთ დისტანციური სწავლება, „სულაკაურის გამომცემლობა“ მათ გრიფირებულ სახელმძღვანელოებსა და დამხმარე სასწავლო რესურსების ელექტრონულ ვერსიას უფასოდ სთავაზობს.

მასალებზე უფასო წვდომისათვის საჭიროა დარეგისტრირდეთ sulakauri.edu.ge-ზე და პირველ აპრილამდე გაიაქტიუროთ სამთვიანი უფასო წვდომა ყველა ციფრულ სასწავლო რესურსზე, რომელიც გჭირდებათ ან გაინტერესებთ.