Forbes Woman Georgia აცხადებს სტაჟირებას საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან მედიაში მუშაობით.
ჩვენი პლატფორმა აერთიანებს ამბებს ბიზნესის, ეკონომიკის, ტექნოლოგიებისა და კულტურის სფეროებიდან.
✅ ჩვენ ვეძებთ ენთუზიაზმით სავსე, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე, კრეატიულ სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საფუძვლიანად გამოიკვლიონ ზემოთ აღნიშნული თემები და თავიანთი წვლილი შეიტანონ ჩვენი პლატფორმის განვითარებაში.
🔺 სტაჟირების ხანგრძლივობაა 3 თვე. ჩვენ გუნდთან ერთად თქვენ შეძლებთ გაიწვრთნათ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მედია საშუალების ლიცენზირებული პროდუქტის შექმნაში.
📆 რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2020 წლის 26 თებერვალი
▶ სარეგისტრაციო ფორმა: სტაჟირება
კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: d.tsiramua@forbeswoman.ge